სასწავლო პროექტის თემა : იაკობ გოგებაშვილი ------ დედაენის შემოქმედი
სწავლების საფეხური : დაწყებითი საფეხური მე–4 კლასი
მოსწავლეთა პროფილი : 21 მოსწავლე. განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებს არცერთი მოსწავლე.
მასწავლებელი : თეა ქოქრაშვილი
პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა :
1) მშობლიური ენის შესასწავლად შექმნილი ყველა სახელმძღვანელო ეფუძნება იაკობ გოგებაშვილის “დედაენას”. შესაბამისად მნიშვნელოვანია უკეთესად გავეცნოთ დედაენის ავტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
2) ბავშვები გაიღრმავებენ თავიანთი ცოდნის დონეს ახალი ინფორმაციით ი.გოგებაშვილზე. გაიმდიდრებენ ლექსიკას ახალი სიტყვებით.
მიზნები და შედეგები :
შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები:
პროექტის შეფასება : ბავშვების დასაჩუქრება სიგელებით და სხვადასხვა პრიზებით;
დრო : პროექტის განხორციელებას დასჭირდება 3 თვე.

- მოიპოვებენ ინფორმაციას იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გაეცნობიან მის ცხოვრება-მოღვაწეობას.
- განივითარებენ კვლევის, ინფორმაციის შეგროვების და საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარ-ჩვევებს.
- წაიკითხავენ მის მოთხრობებს.
- ღრმად ჩასწვდებიან იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების დიდაქტიკას.
- შეადგენენ ინდივიდუალურ ალბომებს.
- პედაგოგის დახმარებით შექმნიან კედლის გაზეთს, სადაც განთავსდება მოსწავლეთა მიერ მცირე ზომის ტექსტები.
- შექმნიან ილუსტრაციებს ი. გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით.
- შეადგენენ წერილებს: “წერილი დედაენის ავტორს”.
- ი.გოგებაშვილის მცირე ზომის მოთხრობებს გააინსცენირებენ.
- ღრმად ჩასწვდებიან მისი შემოქმედების დიდაქტიკას.
- სამუშაოს შეასრულებენ დაგეგმილ დროში რეგლამენტის დაცვით.
- ინფორმაციის მოძიება.
- სასკოლო ბიბლიოთეკით სარგებლობა.
- პრაქტიკული მუშაობა.
- თანამშრომლობა.
- კვლევის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
- მსჯელობა.
- საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა ნაწარმოებების მიმართ.
- ფილმის ნახვისას მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა.
- თხრობის უნარ-ჩვევების განვითარება.
- მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევა.
- წინასწარი ცოდნა : მოსწავლეებს აქვთ წარმოდგენა ი.გოგებაშვილზე,მის ცხოვრებასადა მოღვაწეობაზე.იციან,რომ ი.გოგებაშვილმა დაწერა “დედაენა”, შეადგინა სხვა სახელმძღვანელოები და დაწერა მრავალი შესანიშნავი საყმაწვილო მოთხრობა.
- სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები :
- საკლასო ოთახი პრეზენტაციებისათვის.
- სასკოლო ბიბლიოთეკა.
- წიგნები ი.გოგებაშვილზე--- მისი ცხოვრება-მოღვაწეობის გასაცნობად. მისი “საგანძური”—ნაწარმოებების წასაკითხად.სხვადასხვა წიგნები.,ი.გოგებაშვილის მოთხრობები.
- კომპიუტერი-საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.
- პროექტორი –ფილმის ჩვენებისთვის.
- ფორმატის ქაღალდი– კედლის გაზეთისათვის.
- ფურცლები– ინდივიდუალური ალბომებისათვის.
- რვეულები,საწერ-კალმები,დაფა,
შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები:
- ჯგუფის შეკრება;
- წინარე ცოდნის შეჯერება;
- ბიოგრაფიის გახსენება ბავშვების მონაწილეობით;
- მოთხრობების წაკითხვა;
- ბავშვების ხელითშექმნილი ალბომების პრეზენტაცია;
- მწერლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების პრეზენტაცია;
- კედლის გაზეთის პრეზენტაცია;
- მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილების პრეზენტაცია;
- ინსცენირებების წარმოდგენა;
- ნ.ჯანელიძის ფილმის “იავნანამ რა ჰქმნა?!” ჩვენება.
- საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ფილმის ნახვის შემდეგ.
პროექტის შეფასება : ბავშვების დასაჩუქრება სიგელებით და სხვადასხვა პრიზებით;
დრო : პროექტის განხორციელებას დასჭირდება 3 თვე.
No comments:
Post a Comment